ფეხბურთი

11:48 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიული რეკორდი დაამყარა

„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი ისტორიაში პირველი ცენტრალური მცველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, იტყობინება სტატისტიკური პორტალი Opta Sports.

ვან დეიკმა სამი საგოლე გადაცემა მიითვალა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში „ყარაბაღის“ წინააღმდეგ (6:0).

ვან დეიკმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში 18 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. გუნდი მერვედფინალში გავიდა. ამასობაში, „ყარაბაღი“ 22-ე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ითამაშებს.

0.093867