„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში „პსვ ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ (2:1) გოლი გაიტანა. ამით ინგლისელის გოლების რაოდენობა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნნირზე 65 მატჩში 48-მდე გაიზარდა.
კეინი ახლა ანდრეი შევჩენკოს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა, რომლებსაც კარიერის დასრულებისას 48 გოლი მოუგროვდათ. ინგლისელი მათთან ერთად ტურნირის ყველა დროის ბომბარდირების სიაში მე-13 ადგილს იყოფს. შემდეგ მოდიან ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი და ესპანელ-არგენტინელი ალფრედო დი სტეფანო, რომელთაგან თითოეულმა 49 ბურთი გაიტანა. სიას 140 გოლით კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს, რომელმაც ევროპაში „სპორტინგში,“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა.







