„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურის მატჩში „გალათასარაის“ წინააღმდეგ (2:0) გოლი გაიტანა. ამით ნორვეგიელ ფეხბურთელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 56 მატჩში 56 გოლი მოუგროვდა.
ერლინგმა რუუდ ვან ნისტელროის გადაასწრო, რომელსაც კარიერის დასრულებისას 56 გოლი გაეტანა. ნორვეგიელი ტურნირის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზეა. გერმანელი თომას მიულერი 57 გოლით მეშვიდეზე. კრიშტიანუ რონალდუ სიას 140 გოლით ლიდერობს.
ამ გამარჯვებით „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირდაპირი ადგილი დაიმკვიდრა. გუნდმა საერთო ჯამში რვა საუკეთესო გუნდში დაასრულა. ჰოლანდმა რვა მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.







