14:09 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: „ხვიჩას ტრავმა დიდი პრობლემაა - პსჟ მასთან ერთად უფრო ძლიერად გამოიყურება“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურის მატჩზე პსჟ-სა და „ნიუკასლს“ შორის (1:1) და პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე.

„პსჟ თავდაპირველად უფრო მეტად ელოდა გამარჯვებას, მაგრამ „ნიუკასლმა“ თავისი სტრატეგია სწორად განახორციელა. პსჟ შორს არის იმ დონისგან, რაც გასულ სეზონში ჰქონდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა ასეთი მოთამაშეებით ისინი მაინც ჩემპიონთა ლიგის ტიტულის პრეტენდენტებს შორის რჩებიან. დიდი პრობლემა ხვიჩას ტრავმაა. ჩემი აზრით, გუნდი ცოტათი დასუსტდა. ხვიჩასთან ერთად პსჟ უფრო ძლიერად გამოიყურება“, - ციტირებს სიომინის სიტყვებს Championat.com.

0.092059