კალათბურთი

14:47 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 9 ქულა და "ტორონტოს" შეწყვეტილი სერია

NBA-ში „ტორონტოს“ გამარჯვებების სერია შეწყდა, რადგან კანადური გუნდი საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსთან“ 92:119 დამარცხდა.

„ტორონტომ“ პირველი პერიოდი 28:18 მოიგო, მაგრამ მერე თამაში მთლიანად ჩააგდო, მეორე ტაიმი სულაც 31 ქულით დათმო და მარცხიც განიცადა.

სანდრო მამუკელაშვილმა 25 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 20 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი გოგა ბითაძის „ორლანდოსთან“ 31 იანვარს გამართავს.

„ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „მაიამი ჰიტი“ 133:124 დაამარცხა. გოგა ბითაძეს ამ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 მოგებით და 22 წაგებით მეშვიდე პოზიციაზეა და როგორც ვთქვით, 31 იანვარს, „ტორონტოს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116258