ინგლისურმა „ლივერპულმა“ „ყარაბაღის’ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურის მატჩში კარში 38 დარტყმა განახორციელა - Stata Football Telegram არხის მონაცემებით, ეს ყველაზე მეტია, რაც ერთ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბოლო 10 სეზონის განმავლობაში მოუხერხებია.
„ლივერპულსა“ და „ყარაბაღს“ შორის მატჩი 28 იანვარს გაიმართა.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ 30 მაისს ჩატარდება.







