ჩოგბურთი

16:40 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალებში ფინალისტები გაირკვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგში ფინალისტები გაირკვა. ნახევარფინალში არინა საბალენკამ ადვილად აჯობა ელინა სვიტოლინა.

ბელარუსმა ჩოგბურთელმა უკრაინელ მეტოქეს პირველ სეტში 6:2 სძლია, ხოლო მეორე სეტში 6:3 და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

მეორე ნახევარფინალის ბედიც ორ სეტში გადაწყდა. ყაზახმა ელენა რიბაკინმა ამერიკელ ჯესიკა პეგულას ჯერ 6:3 აჯობა, ხოლო მეორე სეტში უფრო დიდი ბრძოლა იყო, მაგრამ რიბაკინამ ტაიბრეიკზე მაინც იმარჯვა - 7:6.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, რომელიც 31 იანვარს, 12:30 საათზე გაიმართება, არინა საბალენკა ელენა რიბაკინას დაუპირისპირდება.

0.150573