სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:14 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძეს ოპერაცია გაუკეთეს

„კადისის“ ფეხბურთელ იური ტაბატაძეს მუხლზე წინა ჯვარედინი მყესების და იოგების ოპერაცია ჩაუტარდა.

ქირურგიული ჩარევა ქართველ ფეხბურთელს მადრიდში, მანუელ ლეიესმა გაუკეთა და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ახლა ტაბატაძე სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს.

იური მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს და ყველაზე კარგ შემთხვევაში, მომდევნო სეზონის სტარტს მზად შეხვდება, მაგრამ არაა გამორიცხული საწყისი მატჩების გამოტოვებაც მოუწიოს.

იური ტაბატაძე „კადისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 18 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ის ესპანური გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ესპანეთის თასზე ორ შეხვედრაში ორი საგოლე პასით გამოირჩა.

0.097181