სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:43 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ ორი კვირა ვერ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა როგორც ჩანს, ისეთი მძიმე არ არის, როგორც ვარაუდობდნენ.

როგორც მისი ძმა, ნიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, კვარას კოჭის ტრავმის გამო დაახლოებით ორი კვირით უქმობა მოუწევს. შეიძლება ეს პერიოდი სამ კვირამდეც გაგრძელდეს, რისკების თავიდან ასაცილებლად.

სავარაუდოდ, კვარაცხელიას ლიგა 1-ის სამი მატჩი გაუცდება - „სტრასბურის“, „მარსელისა“ და „რენის“ წინააღმდეგ. 17 თებერვალს, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩი ელოდება (მონაკოსთან ან ყარაბაღთან) და შეიძლება ეს შეხვედრაც გამოტოვოს. ყველაფერი გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.

პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული გამოცემა RMC Sport-იც, რომელიც იტყობინება, რომ კვარაცხელიას უქმობის პერიოდი 20 დღეს არ გადააჭარბებს:

„პირველადი შეფასებით, მისი მარჯვენა კოჭი სერიოზულად იყო დაზიანებული, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, პირველი გამოკვლევები საკმაოდ დამამშვიდებელია ქართველი ფეხბურთელისთვის და ტრავმა საშუალო სიმძიმის კატეგორიად შეფასდა. მისი არყოფნის ვადა ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, 20 დღეს არ გადააჭარბებს“, - წერს ცნობილი ფრანგული საიტი.

ხვიჩა კვარაცხელიამ კოჭის ტრავმა „ნიუკასლთან“ მატჩი მიიღო, რის გამოც მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა და დაზიანება უფრო მძიმე ჩანდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 7 თამაშში 3 გოლი და 3 საგოლე პასია, ხოლო ყველა ტურნირზე 27 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.

0.154537