„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა.
უფრო მეტიც, ტრავმა მსუბუქი ხარისხის გამოდგა და როგორც ფრანგული კლუბი ოფიციალურად იტყობინება, კოჭის მყესის დაჭიმულობის გამო კვარა 8-10 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა პსჟ-ს მაქსიმუმ მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება - „სტრასბურისა“ და „მარსელის“ წინააღმდეგ, ხოლო 15 თებერვალს, „რენთან“ დაგეგმილ მატჩში წესით, მოედანზე იქნება.
კვარაცხელიამ ტრავმა „ნიუკასლთან“ თამაშში მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. პირველადი ვარაუდით, დაზიანება სერიოზული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და ქართველი ფეხბურთელი მალე თამაშს მოახერხებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 7 თამაშში 3 გოლი და 3 საგოლე პასია, ხოლო ყველა ტურნირზე 27 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.





