ფეხბურთი

2:15 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე პლეი-ოფის ყველა მონაწილე და სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

ევროპა ლიგაზე ფაზის ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, გაირკვა იმ 24 გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას გააგრძელებენ, ხოლო 12 გუნდი ტურნირს გამოეთიშა.

1-8 გუნდი პირდაპირ გავიდა მერვედფინალში, 9-24 ადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ მერვედფინალის საგზურისთვის, ხოლო 25-36 ადგილოსანი გუნდები ევროთასებიდან გავარდნენ.

ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ: ლიონი, ასტონ ვილა, მიდტიულანდი, ბეტისი, პორტუ, ბრაგა, ფრაიბურგი და რომა.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ: გენკი, ბოლონია, შტუტგარტი, ფერენცვაროში, ნოტინგემი, პლზენი, ცრვენა ზვეზდა, სელტა, პაოკი, ლილი, ფენერბაჰჩე, პანათინაიკოსი, სელტიკი, ლუდოგორეცი, დინამო ზაგრები, ბრანი.

ევროპა ლიგიდან გავარდნენ: იანგ ბოიზი, შტურმი, სტიაუა, იგლზი, ფეიენოორდი, ბაზელი, ზალცბურგი, რეინჯერსი, ნიცა, უტრეხტი, მალმიო, მაკაბი.

გენკის სავარაუდო მეტოქეები: დინამო ზაგრები და ბრანი

ბოლონიას სავარაუდო მეტოქეები: დინამო ზაგრები და ბრანი

შტუტგარტის სავარაუდო მეტოქეები: სელტიკი და ლუდოგორეცი

ფერენცვაროშის სავარაუდო მეტოქეები: სელტიკი და ლუდოგორეცი

ნოტინგემის სავარაუდო მეტოქეები: პანათინიაკოსი და ფენერბაჰჩე

პლზენის სავარაუდო მეტოქეები: პანათინაიკოსი და ფენერბაჰჩე

ცრვენა ზვეზდას სავარაუდო მეტოქეები: ლილი და პაოკი

სელტას სავარაუდო მეტოქეები: ლილი და პაოკი

პაოკის სავარაუდო მეტოქეები: სელტა და ცრვენა ზვეზდა

ლილის სავარაუდო მეტოქეები: სელტა და ცრვენა ზვეზდა

ფენერბაჰჩეს სავარაუდო მეტოქეები: პლზენი და ნოტინგემი

პანათინაიკოსის სავარაუდო მეტოქეები: პლზენი და ნოტინგემი

სელტიკის სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი და ფერენცვაროში

ლუდოგორეცის სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი და ფერენცვაროში

დინამო ზაგრების სავარაუდო მეტოქეები: გენკი და ბოლონია

ბრანის სავარაუდო მეტოქეები: გენკი და ბოლონია

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა 30 იანვარს გაიმართება, ხოლო მატჩები 19-26 თებერვალს.

0.166843