ფეხბურთი

16:21 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის პლეი-ოფის (1/16-ფინალური ეტაპის) წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ფაზის ეტაპზე 9-24 ადგილზე გასული გუნდები დაწყვილდნენ, რომლებიც მერვედფინალის საგზურისთვის ორმატჩიან დაპირისპირებაში იბრძოლებენ. 9-16 ადგილზე გუნდები განთესილები იყვნენ და ისინი პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ, ხოლო საპასუხოს შინ. შესაბამისად, 17-24 ადგილზე გასული გუნდები პირიქით, განუთესავები იყვნენ და ჯერ საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, შემდეგ - გასვლაზე.

წილისყრის შედეგად, პლეი-ოფში შემდეგი მატჩები გაიმართება:

"დინამო ზაგრები" (ხორვატია) - "გენკი" (ბელგია)
მოგებული მერვედფინალში "ფრაიბურგს" ან "რომას" შეხვდება

"ბრანი" (ნორვეგია) - "ბოლონია" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "რომას" ან "ფრაიბურგს" შეხვდება

"ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) - "ფერენცვაროში" (უნგრეთი)
მოგებული მერვედფინალში "პორტუს" ან "ბრაგას" შეხვდება

"სელტიკი" (შოტლანდია) - "შტუტგარტი" (გერმანია)
მოგებული მერვედფინალში "ბრაგას" ან "პორტუს" შეხვდება

"პანათინაიკოსი" (საბერძნეთი) - "პლზენი" (ჩეხეთი)
მოგებული მერვედფინალში "მიდტიულანდს" ან "ბეტისს" შეხვდება

"ფენერბაჰჩე" (თურქეთი) - "ნოტინგემ ფორესტი" (ინგლისი)
მოგებული მერვედფინალში "ბეტისს" ან "მიდტიულანდს" შეხვდება

"პაოკი" (საბერძნეთი) - "სელტა" (ესპანეთი)
მოგებული მერვედფინალში "ლიონს" ან "ასტონ ვილას" შეხვდება

"ლილი" (საფრანგეთი) - "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი)
მოგებული მერვედფინალში "ასტონ ვილას" ან "ლიონს" შეხვდება



მოგეხსენებათ, ფაზის ეტაპზე 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავიდა. ესენი არიან: ლიონი, ასტონ ვილა, მიდტიულანდი, ბეტისი, პორტუ, ბრაგა, ფრაიბურგი და რომა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის (1/16-ფინალის) პირველი მატჩები 9 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 26 თებერვალს გაიმართება. თავის მხრივ, მერვედფინალები 12 და 19 მარტსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგი ფინალი 20 მაისს, სტამბოლში გაიმართება.

0.096954