UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის რუსმა ჩემპიონმა პიოტრ იანმა ჟურნალისტებთან საუბარში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომენტარი მერაბ დვალიშვილთან რევანშზეც გააკეთა. მისი თქმით, მერაბი რევანშს იმსახურებს, თუმცა მას მესამე ბრძოლაში განადგურება ელის.
"როგორც ვიცი UFC-ი მერაბს დაუყოვნებლივ რევანშს ჰპირდება და ვთვლი, რომ ეს სწორია, რადგან დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა და ამასთან ერთად დივიზიონში ყველა მოწინავე მებრძოლი დაამარცხა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მესამე ბრძოლას გაცილებით მარტივად მოვიგებ. მერაბს უბრალოდ წარმოუდგენელი რამ ელის, უბრალოდ გავანადგურებ.
"ბოლო ბრძოლაში მე ძალიან კარგად მომზადებული ვიყავი და ვიცოდი მერაბის ყველა ძლიერი და სუსტი მხარეები. უდავოდ ძლიერი მებრძოლია და მაგარი ჭიდაობა აქვს, თუმცა მე მისი ყველა თეიქდაუნისგან თავი დავიცავი და ვაიძულე ფეხზე ებრძოლა, რაც ჩემთვის იდეალური სცენარი იყო. როდესაც ჩემი სტრაიკინგის ჩვენება დავიწყე მერაბის გეგმები სრულიად დაიშალა. ეს ზუსტად ის იყო რაც ჩვენ გვჭირდებოდა", - განაცხადა იანმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ, საიდანაც ერთხელ "მანქანამ" იმარჯვა, ხოლო ბოლო ბრძოლაში გამარჯვება პიოტრ იანს დარჩა.
გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ პიოტრ იანმა განაცხადა, რომ წელზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე ბრძოლის ჩატარებას ვერ შეძლებს.







