სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:40 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგის დამატებით იტალიური და ინგლისური კლუბები ინტერესდებიან

მას შემდეგ რაც, რაჰიმ სტერლინგმა ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა, მისი დამატებით ორი კლუბი დაინტერესდა. როგორც ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი იტყობინება, ინგლისელის გადაბირება "ტოტენჰემს" და ტურინის "იუვენტუსს" სურს.

31 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, ის მზადაა განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი და 3-ჯერ ნაკლებ ხელფასსაც დათანხმდეს.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგს ჯერ ინგლისის გარდა სხვა ჩემპიონატში არ უთამაშია, ის სხვადასხვა დროს "ლივერპულის", "სიტის", "არსენალის" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა.

0.160225