ფეხბურთი

14:55 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

CAF-მ მაროკო-სენეგალის მატჩის მთავარი მსაჯი სრულიად გაამართლა

აფრიკის ფეხბურთის ასოციაციამ (CAF) სენეგალ-მაროკოს აფრიკის ფეხბურთის ასოციაციის ფინალის მსაჯი ჟან ნდალა ნგამბო სრულად გაამართლა.

CAF-ის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით ნდალას მოქმედებებში არ ვლინდება არანაირი დარღვევა და ის მთელი შეხვედრის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და ყველა მისი გადაწყვეტილება სამართლიანი გახლდათ. აქედან გამომდინარე ის სრულიად გაამართლეს და მეტიც დიდია შანსი, რომ კონგოელმა მთავარმა მსაჯმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზეც იმსაჯოს.

როგორც ცნობილი ხდება გამოძიება მიმდინარეობდა დამატებით დროში დანიშნული პენალტის გამო, რომელსაც სენეგალის ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა და გარკვეული დროის განმავლობაში მოედანი დატოვეს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის ფინალში მაროკოსა და სენეგალის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება სენეგალის ნაკრებმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093009