ჩოგბურთი

13:30 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობის (Australian Open) ნახევარფინალში მძიმე და სანახაობრივ ბრძოლაში ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა და კარიერაში პირველად ითამაშებს აღნიშნული ტურნირის ფინალში.

ესპანელმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ხუთ სეტში მოიგო — 3:2, მატჩი კი თითქმის ექვს საათს (5:26) გაგრძელდა და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ დაპირისპირებად იქცა.

ალკარასმა შეხვედრა ძალიან აგრესიულად დაიწყო, თუმცა ზვერევმა მეორე და მესამე სეტებში თამაში გაათანაბრა და ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნა. გადამწყვეტ სეტში კი ესპანელმა კლასისა და ფიზიკური უპირატესობის ხარჯზე მეტოქე გატეხა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ფინალში ალკარასის მეტოქე იანიკ სინერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება და ესპანელი ეცდება, რომ კარიერაში პირველად გახდეს ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093038