ფეხბურთი

14:16 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძეს აქილევსის მყესზე ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრაიოვას" ფეხბურთელ ოთარ კაკაბაძეს აქილევსის მყესზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც მოედანზე გასვლას კიდევ მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ გავა. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური კლუბის გვერდი ავრცელებს.

როგორც ირკვევა "კრაიოვას" ქართველ კაპიტანს ოპერაცია ფინეთში წარმატებით ჩაუტარდა და ოთარი სარეაბილიტაციო პროცესს უახლოეს პერიოდში დაიწყებს და მისი მოედანზე დაბრუნების დროც სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული.

კაკაბაძეს აღნიშნული დაზიანების გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ყველაფერი ოპერაციის გარეშე დასრულდებოდა, თუმცა საბოლოოდ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე "კრაიოვას" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.091649