33 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.
სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, ლინგარდი ბოლო დღეებში რამდენიმე ბრიტანულ კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მათ შორის პრემიერ ლიგის გუნდებთანაც, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ახლა ექს “მანჩესტერელი” სერია A-ს კლუბებთან გაფართოებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იტალიაში გადასვლა ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილება. ჯერჯერობით კონკრეტული კლუბების ვინაობა არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ჯესი ლინგარდი ბოლოს სამხრეთ კორეულ “სეულში” თამაშობდა, რომელთანაც დეკემბერში კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.





