ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევმა რაფინიამ ცნობილ გამოცემა Sofascore-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ასევე კომენტარი 2025-წლის ოქროს ბურთზეც გააკეთა, მისი განცხადებით, ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა.
"თავიდანვე ვიცოდი, რომ გამარჯვება რთული იქნებოდა, რადგან ჩემპიონთა ლიგა ამ ჯილდოზე დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ საბოლოო პოზიციით მაინც უკმაყოფილო დავრჩი, რადგან მინიმუმ სამეულში ყოფნას ვიმსახურებდი.
ვთვლი, რომ ინდივიდუალური ჯილდო მხოლოდ ერთ ტურნირზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და თუ გავითვალისწინებთ იმ ყველაფერს, თუ რას ვაკეთებდი მოედანზე გასულ სეზონში და რა შედეგები მქონდა, ოქროს ბურთის მოგებას ვიმსახურებდი" - განაცხადა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ რაფინიამ ლა ლიგის გასულ სეზონში 36 ჩატარებულ მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელმა 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ოქროს ბურთს, ის გასულ სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა უსმან დემბელემ მოიგო.





