რაგბი

17:20 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება

საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, თებერვალში ხორვატიაში გაემგზავრება და რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, თავის მეორე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

ქართველმა გოგონებმა პირველ მატჩში რუმინეთი სტუმრად 43:0 დაამარცხეს, ხორვატებს კი 22 თებერვალს შეერკინებიან. თამაში ისტორიულ ქალაქ სენჯიში ჩვენი დროით 16 საათზე დაიწყება.

ისევე, როგორც საქართველოსთვის, ხორვატებისთვისაც 15-ქალა ნაკრები ახალი ხილია. ის პირველად 2023 წელს შეიკრიბა და სადებიუტო მატჩში ბულგარეთი 37:5 დაამარცხა. 2024 წლის ნოემბერში ხორვატები ბულგარეთს უკვე სოფიაში ეწვივნენ და 17:10 გაიმარჯვეს. მას შემდეგ ჩვენს მომავალ მეტოქეს აღარ უთამაშია.

0.088267