სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:20 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

Le Parisien: პსჟ-მ ლუის ენრიკესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

"პარი სენ-ჟერმენმა" ლუის ენრიკესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზელები იმედს არ კარგავენ, რომ ესპანელ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, მათ სურთ, რომ ენრიკე კლუბში კიდევ დიდხანს დარჩეს.

მოგეხსენებათ, რომ ლუის ენრიკეს კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას მიმდინარე სეზონის შემდეგ პსჟ-ს დატოვება სურს, რადგან კარიერაში ახალი გამოწვევები სურს. წინასწარი ცნობებით, მისი სახელი პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედს' და "მანჩესტერ სიტის".

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს პსჟ-ში 2023 წლიდან მუშაობს და პარიზულ კლუბს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ესპანელის ხელმძღვანელობით უდგას.

0.166957