„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ოსკარ ბობი „ფულჰემში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
"მანჩესტერ სიტიმ" ნიჭერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ხოლო მომდევნო გაყიდვიდან თანხის 20%-საც მიიღებს.
ოსკარ ბობმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 2023 წლიდან 47 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ნორვეგიის ნაკრებში 16 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.







