ფეხბურთი

21:48 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ჩემპიონთა ლიგის ტოპ 8-ში 5 ინგლისური კლუბია, რაც პრემიერლიგის ძალას აჩვენებს"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ნიუკასლთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც მომდევნო მეტოქის, ისე ჩემპიონთა ლიგის შესახებ ილაპარაკა.

„ყველა თამაში გადამწყვეტია, მაგრამ ჩვენი ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა ყველა მატჩს გადამწყვეტს ხდის, რადგან ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ყველა მატჩი გადამწყვეტია და ვნახეთ, რამდენად რთულია ნიუკასლთან დაპირისპირება. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის ჩვენთან თამაში. ეს არის თამაში, რომელსაც მოუთმენლად ველით, რადგან ორივე გუნდმა კვირის განმავლობაში კარგ შედეგებს მიაღწია და „ენფილდზე“ თამაში ყოველთვის მოუთმენლად ველით.

პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის თამაშის სხვაობა? ვფიქრობ, თუ გადავხედავთ ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდს, იქ ხუთი ინგლისური კლუბია და ეს ბევრ რამეს ამბობს პრემიერლიგის სიძლიერეზე. ვფიქრობ, პრემიერლიგაში უფრო მეტი ფიზიკურობაა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე“, - თქვა სლოტმა.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში 2026 წელს მოგების გარეშეა (4 ფრე, 1 წაგება) და 36 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო „ნიუკასლს“ 31 იანვარს შეხვდება.

0.161953