ჩოგბურთი

18:50 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის შესანიშნავი ქამბექი სინერთან და მორიგი ფინალი ავსტრალიის ღია პირველობაზე

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია! სერბი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში პრაქტიკულად გავარდნილი იყო, მაგრამ ლორენცო მუზეტიმ ტრავმის გამო მოგებული თამაში შეწყვიტა და ნოლეც ასე აღმოჩნდა ნახევარფინალში.

ნახევარფინალში, სადაც ჯოკოვიჩმა ფავორიტად შერაცხული იანიკ სინერი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკის სლემია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

სერბმა იტალიელი ჩოგბურთელი 4 საათსა და 12 წუთში დაამარცხა - ხუთ სეტში. თავიდან სინერმა კარგად დაიწყო, 6:3 მოიგო, მაგრამ ამავე ანგარიშით მეორე სეტში ჯოკოვიჩმა უპასუხა. მესამე სეტი ისევ სინერს დარჩა (6:4) და გამარჯვებას მიუახლოვდა, მაგრამ 38 წლის ჯოკოვიჩმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რომელმაც მეოთხე-მეხუთე სეტები ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 მოიგო.

ჯოკოვიჩმა 12 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო სინერის აქტივში 26 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იყო. უნებლიე შეცდომები ჩოგბურთელებს ერთნაირად ჰქონდათ (42-42), ხოლო ვინერსებში სინერი უკეთესი იყო (72-46), მაგრამ მაინც დამარცხდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული, პირველ თებერვალს, ფინალში კარლოს ალკარასს შეხვდა, რომელიც ამ სლემის ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს.

0.179544