ფეხბურთი

20:49 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: პლეი-ოფის მატჩების ზუსტი თარიღები და საათები გაირკვა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (1/16-ფინალის) წილისყრის შემდეგ მატჩების ჩატარების თარიღებიც დაადგინა.

ტრადიციულად, 8 მატჩი ორ დღეზე გაიყო, ოთხი ერთ დღეს იქნება, ოთხი მეორე დღეს. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კალენდარი ასეთია:

პირველი მატჩები: 17 თებერვალი (სამშაბათი)

გალათასარაი - იუვენტუსი (21:45 საათი)

მონაკო - პსჟ (23:55 საათი)

დორტმუნდი - ატალანტა (23:55)

ბენფიკა - რეალი (23:55)

18 თებერვალი (ოთხშაბათი)

ყარაბაღი - ნიუკასლი (21:45 საათი)

ბრიუგე - ატლეტიკო (23:55 საათი)

ბოდო გლიმტი - ინტერი (23:55)

ოლიმპიაკოსი - ლევერკუზენი (23:55)

საპასუხო მატჩები: 24 თებერვალი (სამშაბათი)

ატლეტიკო - ბრიუგე (21:45 საათი)

ლევერკუზენი - ოლიმპიაკოსი (23:55)

ინტერი - ბოდო გლიმტი (23:55)

ნიუკასლი - ყარაბაღი (23:55)

25 თებერვალი (ოთხშაბათი)

ატალანტა - დორტმუნდი (21:45 საათი)

იუვენტუსი - გალათასარაი (23:55)

პსჟ - მონაკო (23:55)

რეალი - ბენფიკა (23:55)

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "რეალი" (ესპანეთი)
მოგებული მერვედფინალში "სპორტინგს" ან "მანჩესტერ სიტის" შეხვდება

"ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) - "ინტერი" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "სპორტინგს" ან "მანჩესტერ სიტის" შეხვდება

"მონაკო" (საფრანგეთი) - "პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი)
მოგებული მერვედფინალში "ჩელსის" ან "ბარსელონას" შეხვდება

"ყარაბაღი" (აზერბაიჯანი) - "ნიუკასლი" (ინგლისი)
მოგებული მერვედფინალში "ჩელსის" ან "ბარსელონას" შეხვდება

"გალათასარი" (თურქეთი) - "იუვენტუსი" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს" შეხვდება

"ბრიუგე" (ბელგია) - "ატლეტიკო" (ესპანეთი)
მოგებული მერვედფინალში "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს" შეხვდება

"დორტმუნდი" (გერმანია) - "ატალანტა" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "არსენალს" ან "ბაიერნს" შეხვდება

"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - "ლევერკუზენი" (გერმანია)
მოგებული მერვედფინალში "არსენალს" ან "ბაიერნს" შეხვდება

მოგეხსენებათ, ფაზის ეტაპზე 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავიდა. ესენი არიან: არსენალი, ბაიერნი, ლივერპული, ტოტენჰემი, ბარსელონა, ჩელსი, სპორტინგი და მანჩესტერ სიტი.

გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" მერვედფინალში პირდაპირ გავიდა, მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი იქნება: "ატლეტიკო", "გალათასარაი", "იუვენტუსი" ან "ბრიუგე". გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგიც" მერვედფინალშია, მისი სავარაუდო მეტოქეების ჩამონათვალი ასეთია: "ინტერი", "ბოდო გლიმტი", "რეალი" ან "ბენფიკა". მერვედფინალის წილისყრა 27 თებერვალს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (1/16-ფინალის) პირველი მატჩები 17-18 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 24-25 თებერვალს გაიმართება. თავის მხრივ, მერვედფინალები 10-11 და 17-18 მარტსაა დაგეგმილი, მეოთხედფინალები 7-8 და 14-15 აპრილს, ნახევარფინალები 28-29 აპრილს და 5-6 მაისს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.

0.096815