ფეხბურთი

23:58 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს 961-ე გოლი და "ალ-ნასრის" ზედიზედ მეოთხე მოგება

საუდი პრო ლიგის მე-19 ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ-ხოლოდი“ 3:0 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მორიგი გოლი გაიტანა.

რონალდუმ 47-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. შემდეგ სტუმართა შორის თავი მოჰამედ სიმაკანმა და კინგსლი კომანმა გამოიჩინეს და სტუმრებმა 3:0 მოიგეს.

პორტუგალიელისთვის ეს 961-ე გოლი იყო კარიერაში და 1000-გოლიან ნიშნულამდე 39 გოლი აშორებს. კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირთა დავის ლიდერი აღარაა, 17 გოლით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ხოლო პირველ პოზიციაზე „ალ აჰლის“ ფორვარდი ივან ტოუნია 18 გოლით.

„ალ-ნასრმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და „ალ-ჰილალთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, 43 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კი 2 თებერვალს, „ალ რიადს“ ესტუმრება.

0.089605