ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ფინალისტები გაირკვა.
ორივე ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა და იდენტური ანგარიშები დაფიქსირდა: გერმანიის ნაკრებმა ხორვატიას აჯობა 31:28. პირველი ტაიმი გერმანიამ ორი ბურთით მოიგო და მეორეში უპირატესობა გაზარდა (17:15, 14:13).
იგივე სცენარი ჰქონდა დანია ისლანდიის დუელს, რომელიც დანიელებმა 31:28 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ტაიმის ანგარიშები აქაც დაემთხვა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პირველი ტაიმი დანიამ 14:13 მოიგო და მეორე - 17:15.
ამრიგად, პირველ თებერვალს, ფინალში დანია - გერმანიას შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ისლანდია და ხორვატია ითამაშებენ. ტურნირზე გამოვლინდა მეხუთე ადგილის მფლობელიც: პორტუგალიამ შვედეთს 36:35 აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომაც ითამაშა, რომელიც ჯგუფში ხორვატიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან სამი მარცხით ჩარჩა.







