ლუკას პაკეტამ "ვესტ ჰემი" დატოვა და კარიერას "ფლამენგოში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პაკეტას სანაცვლოდ "ფლამ" 42 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
„ფლამენგო“ პაკეტას მშობლიური კლუბია, საიდანაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო.
ლუკას პაკეტა „ვესტ ჰემში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 139 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლიონსა“ და „მილანში“ გამოდიოდა, ხოლო „ფლამენგოში“ 2016-2018 წლებში 95 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში პაკეტას 61 თამაში აქვს ჩატარებული (12 გოლი).





