იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ ბრაზილიელი გარემარბის, ალისონ სანტოსის შეძენასთან ახლოსაა.
ნიჭიერი ფეხბურთელი „ნაპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, რომლის საფასური 18 მილიონი ევრო იქნება. 23 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში „სპორტინგის“ მაისურით 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მანამდე ის „ვიტორიას“, „ნაუტიკოს“, „ფიგერენსესა“ და „უნიონ ლეირიას“ ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ, ალისონმა "ბილბაოსთან" ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რისი წყალობით "სპორტინგმა" ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპი ტოპ 8-ში დაასრულა და მერვედფინალის საგზური პირდაპირ მოიპოვა.







