ფეხბურთი

11:36 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" დუმფრისი სურს, ჯონსი შეიძლება "ინტერში" გაუშვას

„ლივერპულსა“ და „ინტერს“ შორის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მოლაპარაკებები ორ ფეხბურთელზე მიმდინარეობს.

„ლივერპულს“ ნიდერლანდელი მცველის, დენზელ დუმფრისის შეძენა სურს, რომელსაც ჟერემი ფრიმპონგის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც სერიოზული ტრავმა მიიღო.

ინგლისელებმა დუმფრისის აგენტებთან საუბარი დაიწყეს პირობების შესასწავლად, ხოლო „ინტერი“ 25 მილიონ ევროს ითხოვს ფეხბურთელის სანაცვლოდ.

გარდა ამისა, „ინტერში“ შეიძლება გადავიდეს „ლივერპულის“ ნახევარმცველი კერტის ჯონსი. იტალიური კლუბი ამ ტრანსფერზე მოლაპარაკებებს „წითლებთან“ უკვე აწარმოებს. საუბარია იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით.

ჯონსის ტრანსფერი „ინტერში“ დამოკიდებული დავიდე ფრატეზის მომავალზე, რომლის შეძენა „ნოტინგემ ფორესტს“ სურს. საბოლოო გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, რომელსაც „ნერაძურიში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და დიდი შანსია, ინგლისურ გუნდში გადაბარგებას დათანხმდეს.

ამრიგად, მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები ამ კლუბებში აქტიური იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090153