NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ დაძაბულ ბრძოლაში 130:120 დაამარცხა.
გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც „მეჯიქმა“ 23 ქულით მოიგო და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა, თორემ, იქამდე „რეპტორსი“ გაცილებით უკეთ თამაშობდა.
გოგა ბითაძეს ისევ არ მისცემია თამაშის შესაძლებლობა, რომელიც სავარაუდოდ, „ორლანდოს“ დატოვებს. სანდრო მამუკელაშვილმა კი 24 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 21 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 თებერვალს, „იუტა ჯაზს“ უმასპინძლებს. „ორლანდო“ 25 გამარჯვებით და 22 მარცხით მეშვიდე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო მატჩი პირველ თებერვალს, სტუმრად „სან ანტონიოსთან“ ელოდება.







