„არსენალის“ ნახევარმცველმა დეკლან რაისმა ისაუბრა პრემიერლიგაში მე-300-ე თამაშის ნიშნულის მიღწევაზე. ეს ფაქტი 24-ე ტურის მატჩში „ლიდს იუნაიტედთან“ მოხდა. თამაში ამჟამად მიმდინარეობს,
„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, სად წავიდა დრო. მახსოვს, „ვესტ ჰემში“ ახალგაზრდა ფეხბურთელად რომ ვთამაშობდი, ყველა უფროსი ფეხბურთელი მეუბნებოდა, რომ ჩემი კარიერა ძალიან სწრაფად გადის და რომ ყოველი წამით უნდა დავტკბე. დღეს ჩემს მე-300-ე თამაშს ვთამაშობ და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ჩემი ოცნების ახდენაა. არასდროს მიფიქრია, რომ აქამდე მივაღწევდი, მაგრამ მივაღწიე და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი რამ მელის წინ“, - უთხრა რაისმა Sky Sports-ს.
ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის რიგებში ინგლისის პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.







