სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:44 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: „ლაიპციგი“ მოულოდნელად შინ „მაინცთან“ დამარცხდა

გერმანული ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩშში „ლაიპციგმა“ „მაინცს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

კონრად ჰარდერმა მასპინძელი გუნდი 39-ე წუთზე დააწინაურა. ნადიმ ამირიმ 45+6-ზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო გამარჯვების გოლი სილას კაჰომპა მვუმპამ 49-ე წუთზე გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „ლაიპციგი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 36 ქულით მეოთხე ადგილზეა. „მაინცი“ 18 ქულით მე-15-ზე.

შემდეგ რაუნდში „ხარები“ 8 თებერვალს სტუმრად „კიოლნს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „მაინცი“ 7 თებერვალს საკუთარ მოედანზე „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-20 ტური. 31 იანვარი: ჰოფენჰაიმი - უნიონ ბერლინი 3:1, ლაიპციგი - მაინცი 1:2, ვერდერი - გლადბახი 1:1, აუგსბურგი - ზანქტ პაული 2:1, აინტრახტი - ლევერკუზენი 1:3, ჰამბურგი - ბაიერნი მოგვიანებით გაიმართება

0.098175