ფეხბურთი

21:08 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ პრემიერლიგის 24-ე ტურში „ლიდსი“ სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ლიდსმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

მარტინ სუბიმენდიმ ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა და სტუმრები წინ გაიყვანა. კარლ დარლოუმ 38-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა და ლონდონელთა უპირატესობა გააორმაგა. ვიქტორ დიოკერეშმა სტუმართა მესამე გოლი 69-ე წუთზე გაიტანა. გაბრიელ ჟეზუსმა კი 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ თამაშის შემდეგ, „ლიდს იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში 26 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 53 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.

ინგლისი. პრემიერლიგა. 24-ე ტური. 31 იანვარი: ბრაიტონი - ევერტონი 1:1, ვულვერჰემპტონი - ბორნმუთი 0:2, ლიდსი - არსენალი 0:4 , ჩელსი - ვესტ ჰემი და ლივერპული - ნიუკასლი მოგვიანეთ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093876