ფეხბურთი

21:22 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" ისევ ვერ მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ოსასუნას“ ესტუმრა და ისევ ვერ მოიგო.

მარსელინოს გუნდი ბოლო დროს კრიზისშია, ლა ლიგაშიც ვეღარ აგროვებს ქულებს. ჟერარ მორენოს პენალტით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ დაწინაურდა, მაგრამ მალევე გაუშვა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს „ოსასუნამ“ მეორეც შეაგდო და წინ გავიდა. „ვილიარეალი“ მარცხისგან მორენომ იხსნა მეორე ტაიმში და ფრე 2:2.

გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ამჯერად ვერ გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 26 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ვილიარეალს“ ლა ლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (ყველა ტურნირის ჩათვლით ხუთმატჩიანი), რის შედეგადაც 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 თებერვალს, „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.

0.169825