რაგბი

22:21 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილის ლელო თავის ყოფილ გუნდთან და ქართველების შედეგიანი დღე ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში „ლა როშელი“ „ლიონთან“ 24:44 დამარცხდა, ხოლო დავით ნინიაშვილი თავის ყოფილ გუნდთან ლელოთი გამოირჩა.

ქართველმა მორაგბემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 39-ე წუთზე დაამიწა და გუნდს ამ თამაშში პირველი ქულები შესძინა, თორემ მის ლელომდე „ლა როშელი“ 0:31 მარცხდებოდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მარცხს თავი ვერ აარიდეს. „ლა როშელი“ 37 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს.

„რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „პერპინიანი“ დაძაბულ ბრძოლაში 37:31 დაამარცხა, რაშიც გურამ გოგიჩაშვილმა წვლილი ლელოთი შეიტანა. ქართველმა თავი მატჩის 56-ე წუთზე გამოიჩინა. „რასინგი“ 41 ქულით მეცხრე პოზოციაზეა.

გიორგი ძამანაშვილის „კლერმონი“ სტუმრად „კასტრის“ წინააღმდეგ 23:28 დამარცხდა, ქართველმაც ლელო მიითვალა. მან თავი ბოლო წუთზე გამოიჩინა და ანგარიშის სხვაობა შეამცრა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „კლერმონი“ 41 ქულით მერვეა და 14 თებერვალს „ტულონს“ ესტუმრება.

0.16964