ფეხბურთი

22:50 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიკ მენიანმა „მილანთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

მეკარე მიკ მენიანმა „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გახდა ცნობილი.

მოთამაშის ახალი კონტრაქტი „როსონერისთან“ 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ფრანგმა მეკარემ მილანური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ფრანგი იტალიურ კლუბში 2021 წლიდან თამაშობს. მან „მილანის“ რიგებში 188 თამაში ჩაატარა, რომელთაგან 70-ჯერ მშრალად ითამაშა. კლუბთან ერთად მენიანმა იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093395