ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ჩელსისა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შორის მატჩი დასრულდა. „ლურჯები“ 0:2 აგებდნენ, მაგრამ ხასიათი გამოავლინეს და 3:2 გაიმარჯვეს.
ჯეროდ ბოუენმა სტუმრები მეშვიდე წუთზე დააწინაურა, ხოლო კრისენსიო სამერვილმა 36-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა. ჟოაო პედრომ 57-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მარკ კუკურელიამ ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა. ენცო ფერნანდეშმა გამარჯვების გოლი 90+2 წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ 40 ქულით ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ვესტ ჰემი“ 20 ქულით მე-18-ზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. 24-ე ტური. 31 იანვარი: ბრაიტონი - ევერტონი 1:1, ვულვერჰემპტონი - ბორნმუთი 0:2, ლიდსი - არსენალი 0:4 , ჩელსი - ვესტ ჰემი 3:2, ლივერპული - ნიუკასლი მოგვიანეთ გაიმართება.







