სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:07 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „ატლეტიკომ“ გასავარდნ ზონაში მყოფი „ლევანტე“ ვერ დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი, „ლევანტესა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის, ფრედ, 0:0 დასრულდა.

22 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „ლევანტეს“ 21 თამაშის შემდეგ 18 ქულა მოუგროვდა და ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა.

„ატლეტიკო“ 8 თებერვალს საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლევანტე“ იმავე დღეს ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება.

ესპანეთი. პრიმერა დივიზინი. 22-ე ტური. 31 იანვარი: ოვიედო - ჟირონა 1:0, ოსასუნა - ვილიარეალი 2:2, ლევანტე - ატლეტიკო 0:0, ელჩე - ბარსელონა მოგვიანებით გაიმართება

0.090592