„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში 3:2 დაამარცხა „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. ეს მესამე გამარჯვებაა მთავარი მწვრთნელის, ლიამ როსენიორის ხელმძღვანელობით ინგლისის ლიგის პირველ სამ თამაშში.
„ჩელსის“ ამჟამინდელი სერია მოიცავს მატჩებს „ბრენტფორდთან“ (2:0), „კრისტალ პალასთან“ (3:1) და „ჩაქუჩებთან.“ შემდეგ რაუნდში „ლურჯები“ 7 თებერვალს სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდებიან.
ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.







