სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:38 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ფულს ყველაფერზე მაღლა აყენებენ, ამდენი თამაშით ფეხბურთს კლავენ"

„ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, უმეტეს მათგანს მძიმე დაზიანება აქვს. გრძელ სიას გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც შეუერთდა, რომელიც „ფიორენტინასთან“ მატჩში (2:1) დაშავდა.

სავარაუდოდ, იტალიელმა ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ძალიან გაბრაზებული იყო. მისი აზრით, ძალიან ბევრი მატჩის თამაში უწევთ და ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე არავინ ზრუნავს.

„სავარაუდოდ, დი ლორენცოს მუხლი მძიმედ აქვს დაშავებული, შესაძლოა მყესები გაუწყდა. ჩვენ ერთადერთი კლუბი ვართ, რომელსაც 240 მილიონი ევროს დანაზოგი აქვს და ტრანსფერებზე დაგვბლოკეს. ეს აბსურდია! არსებობენ დავალიანების მქონე კლუბები, რომლებიც სატრანსფერო ბაზარზე მუშაობენ და ჩვენ 240 მილიონი ევროს ნაღდი ფული გვაქვს, მაგრამ ბაზარი დაგვიბლოკეს, ეს წარმოუდგენელია. ძალიან გაბრაზებული დი ლორენცოს ტრავმის გამო და მირჩევნია, აქ გავჩერდე, თორემ სხვა რაღაცებსაც ვიტყვი!

ფეხბურთის დანგრევისკენ მივდივართ, ამდენი თამაშის ასეთ მოკლე დროში ჩატარებით, როცა ფული ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვენ, მწვრთნელები და ფეხბურთელები ამდენს გამოვიმუშავებთ? ეს ყველაფერი სისულელეა. მე ვნების გამო ვმუშაობ, ფული არ მჭირდება! 27 დღეში 9 მატჩი ვითამაშეთ, დი ლორენცოსაც ყოველთვის თამაში უწევდა, რადგან ატლერნატივა არ გვქონდა, ეს ტრავმაც ამის შედეგია! ამ დრო კი, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს მატჩები ავსტრალიაში ჩაატაროს ან ოთხი მატჩისთვის საუდის არაბეთში დავყვავართ, იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელები დაიცვან! ამდენი თამაშით ფეხბურთს კლავენ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 46 ქულით მესამე ადგილზეა.

0.090067