სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:56 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეკიტიკეს დუბლის წყალობით „ლივერპულმა“ „ ნიუკასლი“ გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ლივერპულსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის მატჩი დასრულდა. მერსისაიდელებმა 4:1 გაიმარჯვეს.

36-ე წუთზე ენტონი გორდონმა გახსნა ანგარიში და სტუმრები წინ გაიყვანა. უგო ეკიტიკემ საპასუხო გოლი 41-ე წუთზე გაიტანა. მანვე 43-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 67-ე წუთზე ფლორიან ვირცმა უპირატესობა გაზარდა. იბრაჰიმა კონატემ კი გოლი 90+3 წუთზე გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „ლივერპული“ პრემიე ლიგის ცხრილში 39 ქულით მეხუთე ადგილზეა. „ნიუკასლი“ 33 ქულით მე-10-ზე.

ინგლისი. პრემიერლიგა. 24-ე ტური. 31 იანვარი: ბრაიტონი - ევერტონი 1:1, ვულვერჰემპტონი - ბორნმუთი 0:2, ლიდსი - არსენალი 0:4 , ჩელსი - ვესტ ჰემი 3:2, ლივერპული - ნიუკასლი 4:1

0.165741