კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია, რომელიც კარიერაში პირველად მოიგო, ხოლო დიდ სლემებზე უკვე 7 ტიტული აქვს. ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება მოახერხა.
„ნოლემ“ ფინალი შესანიშნავად დაიწყო და პირველი სეტი ძალიან დამაჯერებლად, 6:2 მოიგო. თუმცა, ამის შემდეგ ალკარასმა ლეგენდარულ სერბს შეიძლება ითქვას, რომ შანსი არ მისცა.
მეორე სეტი კარლოსმა 6:2 მოიგო, მესამე 6:3, ხოლო მეოთხე სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა, თუმცა, ისევ ესპანელის გამარჯვებით დასრულდა - 7:5.
ფინალური მატჩი სამ საათსა და ოთხ წუთს გაგრძელდა. ალკარასს 36 ვინერსი, 27 უნებლიე შეცდომა, 9 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ჯოკოვიჩის აქტივში 32 ვინერსი, 46 უნებლიე შეცდომა, 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომაა.
ამრიგად, 22 წლის კარლოს ალკარასმა დიდი სლემის ტიტულები შეკრა: აქამდე მას ორ-ორჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალშიც არ იყო ნამყოფი. თუმცა, ამ სლემის მოგებაც შეძლო.
ალკარასი 22 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ოთხივე დიდი სლემი მოიგო.
კარლოს ალკარასი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:1 (2:6, 6:2, 6:3, 7:5)







