ძიუდო

21:42 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ დავლაძის ბრინჯაოს მედალი ევროპის ღია პირველობაზე

სოფიაში ძიუდოს ევროპის ღია პირველობაზე ნიკოლოზ დავლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში დავლაძემ მონტენეგროელი ლაზარ კუპიჩი, ავსტრიელი საიფ-ისლამ ისლამჰანოვი და ხორვატი იოსიპ ბულიჩი დაამარცხა. ნახევარფინალშ ბერძენ ათანასიოს მილონელისთან მარცხი განიცადა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბულგარელ ანტონ დიმიტროვს აჯობა.

საქართველომ, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, ევროპის ღია პირველობა ერთი მედლით დაასრულა.

0.094116