სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:34 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნთან" ჩამორჩენა შეამცირა, "ჰაინდენჰაიმმა" წააგო, ზივზივაძეს არ უთამაშია

გერმანიის ბუნდესლიგის მეოცე ტურში „დორტმუნდმა“ „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და „ბაიერნთან“ ჩამორჩენა შეამცირა.

ბოლო ორ ტურში „დორტმუნდმა“ 6 ქულა მოიპოვა, „ბაიერნმა“ 1 და ამიტომაც, საჩემპიონო ბრძოლა ცოტა დაიძაბა.

„დორტმუნდს“ აუტსაიდერთან გამარჯვება გაუჭირდა. პირველი ტაიმის ბოლოს გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა მეორეც გაიტანეს და წინ გავიდნენ. ნიკო კოვაჩის გუნდმა ორწუთიან ინტერვალში დააქამბექა, როცა სერჰუ გირასიმ დუბლი შეასრულა - 3:2.

კვლავ არ უთამაშია ბუდუ ზივზივაძეს, რომელცი ტრავმირებულია. ქართველ ფორვარდს ზედიზედ მერვე მატჩი გაუცდა. მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი (აინტრახტთან).

„დორტმუნდმა“ 45 ქულა დააგროვა და „ბაიერნთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, არადა, ორი ტურის წინ 11 ქულით ჩამორჩებოდა. „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.

0.091518