კალათბურთი

0:12 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 14, შენგელიას 4, სანაძის 15 და კორსანტიას 8

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბასკონია“ დაძაბულ ბრძოლაში, 89:85 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე გამორჩეული იყო: გიორგიმ 17 წუთში 14 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა. მას შედეგიანობით თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელინო უერტასმა აჯობა (21 ქულა).

„ტენერიფე“ 11 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, „ბურგოსს“ ესტუმრება.

„ბარსელონა“ სტუმრად „მურსიას“ დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე, 83:84 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 21 წუთი ითამაშა და მხოლოდ 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ბარსელონა“ 12 მოგებით და 6 წაგებით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ „ზამორასთან“ შინ დაძაბულ ბრძოლაში, 82:95 წააგო.

სანაძეს კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 26 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ 8-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „პალმერ ბასკეტი“ 3 მოგებით და 14 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 თებერვალს, „პალენსიას“ ესტუმრება.

ამავე დივიზიონში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ დაძაბულ ბრძოლაში, 73:66 აჯობა „ესტუდიანტესს“.

კორსანტიამ 17 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„გიპუზკოა“ 10 მოგებით და 7 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 7 თებერვალს, „კარტახენასთან“ ჩაატარებს.

0.08794