„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სტრასბურთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
მან მატვეი საფონოვი შეაქო, რომელმაც პენალტი მოიგერია. ესპანელმა თქვა, რომ ის საუკეთესო მეკარეა პენალტებში, ვისთანაც მას უმუშავია:
„დიახ ამ გამარჯვებით ძლიერი ხასიათი ვაჩვენეთ, მაგრამ რომ წაგვეგო, ხასიათი არ გვექნებოდა? გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ, როცა ყველას ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ მებრძოლი გუნდი ვართ. ძალიან სუსტი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ტაიმში გავუმჯობესდით. მეტოქის ნახევარზე თამაშს ვაკონტროლებდით. „სტრასბური“ ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლებიც ძალიან მომწონს. მოვიგეთ და არ ვიცი, დამსახურებულად მოვიგეთ თუ არა, მაგრამ ძალიან კარგია.
ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბევრი მეკარე მყოლია, რომლებმაც პენალტები მოიგერიეს. თუმცა, ამ მხრივ საფონოვი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მყოლია. მისი უნარი, გამოიცნოს მიმართულება, აირჩიოს და ის, თუ სად აპირებს დამრტყმელი დარტყმას, გადამწყვეტია.
ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი თავდაჯერებულობისთვის და სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნისთვის. ეს მნიშვნელოვანია მომავალ ტურში „მარსელთან“ გასამართი მატჩისთვის“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 48 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ლანსს“ ორი ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „მარსელს“ უმასპინძლებს.







