კალათბურთი

12:30 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტოს" მწვრთნელი: "მამუკელაშვილი არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებულია"

NBA-ში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, ხოლო მისმა "ტორონტო რეპტორსმა" დაძაბულ ბრძოლაში "იუტა ჯაზი" 107-100 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 30:21 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 20 ქულას, 6 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ ორიდან ორი ორქულიანი, შვიდიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო გამოიყენა ზუსტად.(იხილეთ მატჩის საუკეთესო მომენტები ბმულზე)

მატჩის დასრულების შემდეგ "ტორონტოს" მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა კითხვა მამუკელაშვილზეც დაუსვეს:

"პირველ რიგში მიხარია, რომ სანდროს გვარს ასე კარგად გამოთქვამთ. ვიცი, რომ ამ საკითხზე ბევრი გაქვთ ნამუშევარი. რაც შეეხება მის თამაშს,მან დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ის არის ბიჭი, რომელიც პარკეტზე ყოველთვის თავდაჯერებულია. ის გუნდისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობს და ეს ფაქტი გარდამტეხ როლს თამაშობს. სანდრო ამ ეტაპზე სრულყოფილი მოთამაშე ნამდვილად არ არის, მაგრამ ის ყოველდღიურად ძალიან ბევრს მუშაობს და უშუალოდ თამაშში მისი მოძრაობა დიდ პლუსებს გვაძლევს", - განაცხადა რაიკოვიჩმა.

"ტორონტო რეპტორსი" 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.

0.079107