მადრიდის "რეალის" ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა "რაიო ვალეკანოსთან" გამართული მატჩის მე-10 წუთზე დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ინგლისელ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბელინგემს მარცხენა ფეხზე კუნთის ქსოვილები აქვს დაზიანებული და ამის გამო 2-4 კვირა იუქმებს.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჯუდ ბელინგემი "რეალის" დახმარებას ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩში "ბენფიკას" წინააღმდეგ ვერ შეძლებს და გარდა ამისა, ის "ვალენსიასთან", "სოსიედადთან" და "ოსასუნასთან" გასამართ შეხვედრებსაც გამოტოვებს.
ცნობისთვის, "რეალმა" ლა ლიგის 22-ე ტურში "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა და ბოლო წუთზე დანიშნული პენალტის წყალობით 2:1 იმარჯვა.







