„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ჟოაო ფერეირამ საკმაოდ სერიოზული ტრავმა კურიოზულად მიიღო.
ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ ეტიენი“ „ბულონთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო პირველ ტაიმში პორტუგალიელი მცველი მეორე ყვითელი ბარათის შედეგად მოედნიდან გააძევეს.
წითელი ბარათის მიღების შემდეგ, ფერეირა ძალიან გაბრაზდა და გასახდელში რომ შევიდა, კედელს მუშტი დაარტყა, რაც მას ძვირად დაუჯდა: ხელი მოიტეხა, ოპერაცია სჭირდება და ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის, მაგრამ ბოლო დროს კრიზისშია, რის გამოც სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.







